ნინო ლორთქიფანიძის პერსონალური გამოფენა

ხელოვნების სასახლეში სიურრეალისტი მხატვრის, ნინო ლორთქიფანიძის პერსონალური გამოფენა გაიხსნა და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით გამოცემული კატალოგის პრეზენტაცია გაიმართა. ნინო ლორთქიფანიძის შემოქმედების ამსახველი კატალოგი მხატვრის სხვადასხვა პერიოდის ნამუშევრებს აერთიანებს და ორენოვანია. ეს მხატვრის გარდაცვალების შემდეგ პირველი გამოფენაა. ნინო ლორთქიფანიძე პანდემიის დროს უცხოეთში მოულოდნელად გარდაიცვალა. მხატვრის ნამუშევრებს მისმა დამ მოუყარა თავი, დააბრუნა სამშობლოში და სამინისტროს ნინო ლორთქიფანიძის სიურრეალისტური სამყაროს ფართო აუდიტორიისთვის გაცნობა შესთავაზა.