ხელოვნების სასახლეს ქართველი ემიგრანტის ნამუშევრები გადაეცა

საფრანგეთში მოღვაწე წარმოშობით ქართველი მხატვრის – თამარ დე ლეტე-ვაჩნაძის ნამუშევრები საქართველოს გადმოეცა. კოლექციის დათვალიერება მსურველებს ნოემბერში ეროვნულ გალერეაში შეეძლება. ექსპოზიციის ორგანიზებაში კულტურის სამინისტრო და ხელოვნების სასახლე ერთობლივად მუშაობენ. მასალები აერთიანებს 30-ზე მეტ ფერწერულ ტილოს, 300-ზე მეტ გრაფიკულ ჩანახატს და 200-ზე მეტ ფოტოს.