ქართველ სპორტსმენებს მეორე ევროპულ თამაშებზე აცილებენ. ცერემონია ოლიმპიურ პარკში იმართება. ევროპულ თამაშებს კი ბელარუსის დედაქალაქი მინსკი 21-დან 30 ივნისის ჩათვლით უმასპინძლებს.
მონაწილეობის მისაღებად საქართველოდან სპორტის 10 სახეობაში 61 სპორტსმენი ემზადება.
ამ წუთებში დიღმის ოლიმპიურ სოფელში ფიცის დადების ცერემონია მიმდინარეობს.