გენდერული საბჭოს სხდომა

გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა. მონაწილეებმა მოისმინეს Mercy Corps-ის ანგარიში სამხრეთ კავკასიაში გენდერული ძალადობისა და ძალადობრივი ექსტრემიზმის საბაზისო კვლევის შესახებ. აღნიშნული დაკავშირებულია გენდერულ სტერეოტიპებთან, რომელიც ხელს უშლის თანასწორობას. კვლევის ავტორების თანახმად, საკმაოდ დიდი სამუშაოა საჭირო გენდერული ნიშნით ძალადობის აღმოსაფხვრელად.