გენდერული საბჭოს განცხადება

ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, გენდერული საბჭო სხვადასხვა ღონისძიებებს აანონსებს. თვის განმავლობაში ჩატარდება ქალთა გაძლიერების, ინფორმირებულობის და ცნობიერების ამაღლების ხელშემწყობი აქტივობები. განცხადებაში აღნიშნულია, რომ საბჭოსთვის პრიორიტეტულია ფემიციდის, ძალადობის ყველა ფორმის და ნაადრევი ქორწინების წინააღმდეგ ბრძოლა, ქალთა ეკონომიკური გაძლიერება, ქალთა პოლიტიკური წარმომადგენლობის წახალისება და მუნიციპალურ გენდერულ საბჭოებთან აქტიური კოორდინაცია.