„გაზპრომის“ გადაწყვეტილება

კომპანია „გაზპრომი“ ევროპას გაზის მიწოდებას სამი დღით შეუჩერებს. რუსული კომპანია ამჯერად მიზეზად „ჩრდილოეთის ნაკადზე“ ტექნიკური მომსახურების აუცილებლობას ასახელებს. როგორც „გაზპრომის“ განცხადებაში წერია, გაზის მიწოდება 31 აგვისტოდან 2 სექტემბრამდე შეწყდება. აღსანიშნავია, რომ რუსეთს ამ დრომდე არ წაუღია გერმანიიდან კანადაში გარემონტებული სიმენსის ტურბინა, რომლის არ ქონის გამოც, ევროპას მიწოდების მოცულობა შეუმცირა.