„გაზპრომი“ მოლდოვას გაზის შეწყვეტით ემუქრება

„გაზპრომი“ მოლდოვას გაზის მიწოდების შეწყვეტით ემუქრება. კომპანიის ინფორმაციით, გაზის საფასურის გადაუხდელობის გამო, მოლდოვის ენერგომომარაგება შესაძლოა, ორ დღეში შეწყდეს. „გადახდის ბოლო ვადა 22 ნოემბერია. „გაზპრომი“ უკიდურესად იმედგაცრუებულია მოლდოვის მიერ სახელშეკრულებო ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო“ – განაცხადა კომპანიის პრესსპიკერმა. მოლდოვამ და „გაზპრომმა“ რამდენიმეკვირიანი მოლაპარაკების შემდეგ, კონტრაქტს ხელი ოქტომბრის ბოლოს მოაწერეს. გართულებები წარმოიშვა ოქტომბერში „გაზპრომი“-ს მიერ ფასის ზრდის შემდეგ, როდესაც კონტრაქტი ერთი თვით გაგრძელდა, გადაწყვეტილება მოლდოვის მთავრობამ „გაუმართლებლად და არარეალურად“ მიიჩნია. ექსპერტები ამტკიცებენ, რომ მოსკოვმა გაზარდა ტარიფები კიშინიოვის დასასჯელად, 2020 წელს პროევროპული პრეზიდენტის, მაია სანდუს არჩევნების შემდეგ. კრემლმა უარყო, რომ იგი ახორციელებდა პოლიტიკურ ზეწოლას მოლდოვაზე. გაზის დეფიციტი ევროპაში გაზის ფასების ზრდის ფონზე მოხდა, რაშიც ზოგიერთი ქვეყანა რუსეთს ადანაშაულებს.