„გაზპრომის“ მუქარა

მოლდოვამ და რუსულმა „გაზპრომმა“ ბუნებრივი აირის მიწოდების შესახებ ახალი კონტრაქტის გაფორმება ვერ შეძლეს. გავრცელებული ცნობით, რუსული კომპანია მოლდოვაში გაზის მიწოდებას, სავარაუდოდ, პირველ ნოემბერს შეწყვეტს. „გაზპრომმა“, შესაძლოა, სრულად თქვას უარი მოლდოვისთვის ბუნებრივი აირის შემდგომ მიწოდებაზე, თუ კიშინიოვი არ გადაიხდის ვალს და არ დათანხმდება ახალი კონტრაქტის პირობებს. რუსული ენერგეტიკული კომპანიის პოზიციით, მოლდოვისთვის მიწოდებული გაზის დავალიანება 433 მილიონი ამერიკული დოლარია, ხოლო ამ გადასახადის შეფერხების გათვალისწინებით, დავალიანება 709 მილიონ დოლარამდე იზრდება. მოლდოვის ხელისუფლებამ, შექმნილი სიტუაციის გამო, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი გამოაცხადა. მოლდოვას ბუნებრივი აირის დეფიციტის აღმოფხვრაში დახმარებას უკრაინა დაჰპირდა. ამ საკითხს უკრაინის მთავრობა უახლოეს ხანში განიხილავს.

დატოვე კომენტარი