მოლდოვა გაზის გარეშე დარჩენის საფრთხის წინაშე 

პირველი დეკემბრიდან მოლდოვა შესაძლოა რუსული გაზის გარეშე დარჩეს.

„გაზპრომთან“ გრძელვადიანი ახალი კონტრაქტის პირობებზე შეუთანხმებლობის გამო შექმნილი ენერგოკრიზისის ფონზე, ქვეყანაში ერთი კვირაა საგანგებო მდგომარეობა მოქმედებს. კიშინიოვი ბუნებრივი აირის ალტერნატიული წყაროებიდან შესაძენად მოლაპარაკებებს აწარმოებს. უკავშირდება თუ არა გაზპრომთან დავა მხოლოდ ფასის, დავალიანებისა და ახალი კონტრაქტის პირობებს, თუ ეს გეოპოლიტიკური მიზნების მისაღწევად რუსეთის მიერ ენერგორესურსების პოლიტიკურ იარაღად გამოყენების მორიგი და არაერთ ქვეყანასთან უკვე ნაცადი მეთოდია – ევროკავშირი დარწმუნებულია, რომ მოსკოვი მოლდოვის მიმართ სწორედ ამ ხერხს მიმართავს.