გარდაცვლილი 4 წლის გოგონას დედას ადვოკატი შეხვდა

გარდაცვლილი 4 წლის გოგონას დედა თბილისის მთავარ სამმართველოში რჩება. მასთან უკვე იმყოფებოდა საზოგადოებრივი ადვოკატი. მისთვის ოფიციალურად ჯერ ბრალის წარდგენა არ მომხდარა.

შემთხვევა ნაძალადევის რაიონში გუშინ მოხდა. 4 წლის გოგონას გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის ფაქტზე დაიწყო. გარდაცვლილი ბავშვი დედა დაკავებულია შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო.