სოციალური სამსახურის რეფორმა

სისტემური პრობლემა თუ კონკრეტულ სოციალურ მუშაკთა გადაცდომა. 4 წლის გოგონას გარდაცვალების შემდეგ, სოციალური მომსახურების სააგენტოში მასშტაბური რეფორმის გატარება დაანონსდა.

განსაკუთრებული აქცენტი კეთდება სოციალური მუშაკების რაოდენობის ზრდაზე და რაც მთავარია, მათი კვალიფიკაციის ამაღლებაზე.

გეგმაშია სააგენტოს ბიუჯეტის ზრდაც, რადგან სისტემური ხარვეზის ერთ-ერთ მიზეზად დაფინანსებაც სახელდება.

შეგახსენებთ, რომ სწორედ ოთხი სოციალური მუშაკის პასუხისმგებლობა გამოიკვეთა მინდობით აღზრდაში მყოფი და ოჯახში დაბრუნებული მცირეწლოვნის გარდაცვალების საქმეზე ჩატარებული შიდა მოკვლევის შედეგად.