პრობლემები სოციალური მომსახურების სააგენტოში

პრობლემები სოციალური მომსახურების სააგენტოში.

უწყებას სოციალური მუშაკების ნაწილი ტოვებს. განცხადება უკვე დაწერა დიდუბე-ჩუღურეთისა და გლდანი-ნაძალადევის სერვისცენტრის თანამშრომელთა უმრავლესობამ. ეს სწორედ ის სერვისცენტრებია, რომელთა ოთხი თანამშრომელი ოთხი წლის გოგონას გარდაცვალების საქმეზე, გულგრილობისა და არაჯეროვანი რეაგირების გამო სამსახურიდან გაათავისუფლეს. ამან კი სოციალური მუშაკების განცხადებით, კადრების დეფიციტი შექმნა, რის გამოც ნაკისრ ვალდებულებებს სათანადოდ ვეღარ ასრულებენ.

პრობლემების არსებობას არ უარყოფენ ჯანდაცვის უწყებაში, თუმცა აცხადებენ, რომ სისტემური ხარვეზები უნდა გაიმიჯნოს 22 იანვარს მომხდარი ტრაგიკული შემთხვევისგან.