განხილვა საკონსტიტუციო სასამართლოში

ცხრა რელიგიური ორგანიზაცია პარლამენტის წინააღმდეგ.

საკონსტიტუციო სასამართლოში საქმეზე მსჯელობა დაიწყო. მიიღებენ თუ არა წარმოებაში არსებითი განხილვისთვის „საქართველოს სახარების რწმენის ეკლესიის“, „ქართველ მუსლიმთა კავშირისა“ და სხვა რელიგიური ორგანიზაციების სარჩელს, რომლებიც სადავოდ ხდიან სახელმწიფო ქონების პრივატიზების წესს, ცნობლი ჯერ არ არის. საქმეს განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია.