სომხეთის საკონსტიტუციო სასამართლოს დელეგაცია ბათუმში

ბათუმში სომხეთის რესპუბლიკის საკონსტიტუციო სასამართლოს დელეგაცია იმყოფება. სომეხ კოლეგებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მასპინძლობს. ვიზიტის ფარგლებში გაიმართა ოფიციალური შეხვედრები. თემატურ სესიებზე ორივე სასამართლოს წარმომადგენლები მოხსენებებით წარდგნენ.

შეხვედრებისა და დისკუსიის თემები იყო „საკონსტიტუციო სასამართლოების ურთიერთობა საერთო სასამართლოებთან – კონსტიტუციური წარდგინების პროცედურა და ინსტიტუციური დიალოგი“. საქართველოს მეზობელი ქვეყნის დელეგაცია სომხეთის საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის ხელმძღვანელობით ეწვია. ვიზიტის მიზანი თანამშრომლობის გაღრმავება და გამოცდილების გაზიარებაა. დელეგაციას ასევე შეხვდა აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე.