საკონსტიტუციო სამართალწარმოების სწავლების პირველი ფორუმი

თბილისში საკონსტიტუციო სამართალწარმოების სწავლების პირველი ფორუმი გაიმართა. მიზანი სასამართლოსა და საუნივერსიტეტო საზოგადოებას შორის განგრძობადი დიალოგისთვის სივრცის შექმნაა. ინიციატორი და ორგანიზატორია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო. აღინიშნა, რომ მსგავსი ტიპის ღონისძიება და დიალოგი ხელს შეუწყობს საკონსტიტუციო სამართალწარმოების სწავლების პროცესს.

ღონისძიება ორ სესიად წარიმართა. პირველი ნაწილი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლების, აკადემიური პერსონალის გამოცდილების გაზიარებასა და არსებული გამოწვევების შესახებ დისკუსიას დაეთმო. მეორე სესიის ფარგლებში კი მონაწილეებმა კონკრეტულ ხედვებზე გაამახვილეს ყურადღება.