გამოწვევებსა და მიღწევებზე ისაუბრა ჯანდაცვის მინისტრმა საკომიტეტო გამოსვლაზე
გამოწვევებსა და მიღწევებზე, ისაუბრა ჯანდაცვის მინისტრმა საკომიტეტო გამოსვლის დროს. დავით სერგეენკოს განცხადებით, საშუალოდ ერთი პენსიონერი, თვის განმავლობაში, მედიკამენტებისთვის 50 ლარს ხარჯავს და მისი მიზანია, ამ თანხის განახევრება.
მინისტრობის კანდიდატმა მოსახლეობისთვის მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობას გაუსვა ხაზი. კიდევ ერთი საკითხი, რაზეც ყურადღება გაამახვილა – შრომის ინსპექციაა. დავით სერგეენკომ აღნიშნა, რომ საქართველოს ბევრი მოქალაქე მიდის საზღვარგარეთ სამკურნალოდ, მათი ძირითადი ნაწილი ონკოლოგიური პაციენტები არიან, თუმცა მისივე თქმით, ბევრ დარგში საქართველო მოწინავე პოზიციაზეა, განსაკუთრებით კი კარდიოლოგიური მიმართულებით.