პირადობის დამადასტურებელი მოწმობების შესაძლო გაყალბების საქმეზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში პროკურატურაში ეკა გიგაური და ირმა პავლიაშვილი გამოკითხეს.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოსა“ და „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ხელმძღვანელები მიესალმებიან გამოძიების დაწეყებას და მასთან თანამშრომლობას გეგმავენ, თუმცა არ ასახელებენ წყაროს. მათი თქმით, ამის ვალდებულება მათ არ აქვთ. არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელი პირები ამბობენ, რომ მათ მიერ გაჟღერებული ინფორმაცია საკმარისი იყო გამოძიების დასაწყებად და კონკრეტულ შედეგს უკვე საგამოძიებო უწყებებიდან ელოდებიან.