24 საათის შემდეგაც პასუხგაუცემელია, ვისი პასუხისმგებლობა იკვეთება 4 წლის ბავშვის გარდაცვალების საქმეში.
დედა, რომელსაც 6 იანვრის შემდეგ მცირეწლოვანთან მიახლოება აკრძალული ჰქონდა, დუმს.
მცირეწლოვნის ცემის გამო მასზე შემაკავებელი ორდერი იყო გაცემული. სწორედ დედის მხრიდან ხშირ ფიზიკურ ძალადობაზე საუბრობენ მეზობლები. როგორც ირკვევა, მძიმე სოციალური მდგომარეობის გამო ბავშვი სამი წლის და 6 თვის განმავლობაში მინდობით აღზრდაში იყო, ცოტა ხნის წინ კი ოჯახში დაბრუნდა.
გარდაცვალების მიზეზებთან ერთად გამოძიებამ ასევე უნდა დაადგინოს, ატარებდა თუ არა სახლში დაბრუნების შემდეგ ბავშვზე მონიტორინგს სოციალური მომსახურების სააგენტო, რომელსაც დღეს განმარტებების გაკეთება უწევს.