ფესტივალი „ექსპო ჯორჯიაში“

სოციალური მომსახურების სააგენტომ საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიაში“ ახალგაზრდების დასაქმების ხელშეწყობის მიზნით ფესტივალი გამართა.

ფესტივალის მონაწილეებს 60-მდე კომპანიამ 2000-ზე მეტი ვაკანსია შესთავაზა. სამუშაო ადგილები სადაზღვევო, საბანკო, სამომხმარებლო-სავაჭრო, სააფთიაქო, ენერგეტიკისა და რკინიგზის სფეროებიდან იყო წარმოდგენილი.

ახალგაზრდებს სტაჟირებისა და სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამაში ჩართვის შესაძლებლობაც ჰქონდათ. დასაქმების ფესტივალში 18-დან 36 წლამდე ასაკის ახალგაზრდები, როგორც უმაღლესი, ისე პროფესიული სასწავლებლების სტუდენტები და კურსდამთავრებულები მონაწილეობდნენ.