შემთხვევა ლაგოდეხის რაიონში

ლაგოდეხის რაიონის ერთ-ერთ სოფელში მცხოვრები არასრულწლოვანი დედა გახდა. გოგონა მეზობლად მცხოვრებ 40 წლამდე მამაკაცს სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს. მის მიერ მოყოლილ ვერსიას ოჯახიც იზიარებს და მამაკაცის დასჯას ითხოვს.

როგორც ირკვევა, ის გოგონას კლასელის მამაა, რომელიც ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს და შანტაჟზე მიუთითებს. ფაქტი უკვე გახდა გამოძიების საგანი. შემთხვევით დაინტერესდა სოციალური მომსახურების სააგენტოც, რადგან გოგონას ოჯახი ახალშობილის სახლში წაყვანაზე უარს ამბობს.

არასრულწლოვნის მშობლები ჰყვებიან, რომ გოგონას მიერ მითითებულმა მამაკაცმა დუმილის სანაცვლოდ გარიგებაც კი შესთავაზა.