სასამართლო პროცესი

ბათუმში ცხრა წლის ბავშვის გარდაცვალების ფაქტზე დაკავებულ ედუარდ აბრამიანს, აღმკვეთი ღონისძიების სახით, პატიმრობა შეეფარდა. ბრალდება უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. დაკავებულის ადვოკატი აცხადებს, რომ გადაწყვეტილებას არ გაასაჩივრებს, ახლობლები კი ამბობენ, რომ შემთხვევა არა გაუფრთხილებლობით, არამედ უბედური შემთხვევის შედეგად მოხდა. პარალელურად, საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.