მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამის ხარვეზები

სოციალური მომსახურების სააგენტოში კადრების დეფიციტი უფასო მედიკამენტების პროგრამამ კიდევ ერთხელ გამოავლინა.

შედეგად პენსიონრებს, სოციალურად დაუცველებს და შშმ პირებს, რომლებსაც ქრონიკული დაავადებები აწუხებთ, საჭირო პრეპარატების მისაღებად ხშირად რიგებში უწევთ დგომა. პრობლემებია პროგრამის ბენეფიციარების ინფორმირების კუთხითაც, რასაც ექსპერტები ოჯახის ექიმების დაბალი კვალიფიკაციით ხსნიან და ჯანდაცვის სამინისტროს ხარვეზების გამოსწორებისკენ და პროგრამის მართვის ელექტრონულ სისტემაზე გადასვლისკენ მოუწოდებენ.