რეგისტრაციის პროცედურები 200-ლარიანი დახმარების მისაღებად

17 წლის ჩათვლით ბავშვებისთვის 200-ლარიანი დახმარების მისაღებად, მშობლები სპეციალურ  პორტალზე რეგისტრაციის გავლას ხვალიდან  შეძლებენ. რეგისტრაციის გავლა პირველ დეკემბრამდე იქნება შესაძლებელი და 17 წლამდე ბავშვები დახმარებას მიმდინარე წლის სექტემბრიდან მიიღებენ. იმ შემთხვევაში, თუ ფიზიკურ პირი ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის გავლას ვერ ახერხებს, უნდა მიმართოს სოციალური მომსახურების სააგენტოს ტერიტორიულ ერთეულს. დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე.