სიახლე არაქართულენოვანი სკოლების პედაგოგებისთვის.
სომხური და აზერბაიჯანული სკოლების პრაქტიკოს მასწავლებლებს კარიერული წინსვლის შესაძლებლობა პირველად მიეცემათ. თუ საგნობრივ გამოცდას წარმატებით ჩააბარებენ, 700-მდე პედაგოგს პროფესიული სტატუსის ზრდის, უფროსი მასწავლებლის სტატუსის მიღების და შესაბამისად, ხელფასის მატების შანსი ექნება. მოსამზადებლად ახლა მათ დრო ზაფხულამდე აქვთ.
ტესტები უკვე მზად არის.