მასწავლებლის ეროვნული პრემია

ახალი ჯილდო პედაგოგების დამსახურების აღიარებისთვის.

ხვალ, მასწავლებლების ეროვნულ დღეს, ეროვნული პრემიის კონკურსში გამარჯვებული 10 პედაგოგი გამოვლინდება. კონკურსი პირველად ტარდება. კონკურენცია საკმაოდ მაღალია. არჩევანი 2 000-მდე კონკურსანტს შორის უნდა გაკეთდეს. შერჩევის პროცესში განათლების სამინისტროსთან ერთად სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლებით დაკომპლექტებული ჟიურიც არის ჩართული. სასწავლო პროცესში განსაკუთრებული მიდგომები, ინოვაციური სასწავლო მეთოდების გამოყენება, ბავშვებთან და მშობლებთან ურთიერთობა იმ კრიტერიუმების არასრული ჩამონათვალია, რომლითაც კონკურსის მონაწილეთა შერჩევა მოხდება.