ვაქცინაცია პედაგოგებსა და განათლების სამინისტროს თანამშრომლებში

განათლების მინისტრი, მიხეილ ჩხენკელი პედაგოგებთან, პროფესორ-მასწავლებლებთან და სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად „ფაიზერის“ ვაქცინით აიცრა.

მინისტრმა კიდევ ერთხელ მოუწოდა საზოგადოებას, გამოიჩინონ მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა, იზრუნონ შვილებისა და ერთმანეთის ჯანმრთელობაზე და აიცრან. მისი განცხადებით, პანდემიის დამარცხება მხოლოდ ამ გზით არის შესაძლებელი.