ტრენინგი პედაგოგებისთვის

„დეზინფორმაცია, როგორც გამოწვევა: კრიტიკული აზროვნების განვითარება სკოლებში“- ეს კომუნიკაციების კომისიისა და ევროკავშირის ერთობლივი პროექტია, რომლის ფარგლებში, დეზინფორმაციასთან ბრძოლაში პედაგოგების გადამზადება დაიწყო. სამი თვის განმავლობაში ტრენინგები თბილისსა და საქართველოს ყველა რეგიონში, მათ შორის ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში ჩატარდება. საჯარო სკოლებისა და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების 500-მდე პედაგოგი, მოწვეული ექსპერტების მიერ შემუშავებული შემოქმედებითი და ინტერაქტიური საგანმანათლებლო მოდულით გადამზადდებიან, რომელიც სპეციალურად აღნიშნული პროექტისთვის შეიქმნა.