კვლევა ზოგადი განათლების საკითხებზე

რა გამოწვევების წინაშე დგას ზოგადი განათლების სისტემა – სკოლებში არსებული პრობლემების იდენტიფიცირების მიზნით დირექტორები, პედაგოგები და ექსპერტები ერთ სივრცეში შეკრიბეს. წარმოადგინეს სპეციალური კვლევა, რომელსაც განათლების სამინისტროს დაქვემდებარებული ცენტრი თვეების განმავლობაში ატარებდა. მთავარ ბარიერებად მასწავლებლების განვითარების კარიერული სქემა და პედაგოგების საგამოცდო სისტემა სახელდება, რაც კვლევის მონაწილეთა აზრით, პედაგოგებს სასწავლო პროცესისგან აშორებს. სტატუსის გაუმჯობესებაზე ორიენტირება კი გაკვეთილების ხარისხზე უარყოფითად აისახება. სწორედ დღეს წარმოდგენილი კვლევის შედეგების საფუძველზე სამინისტრო სკოლებში ძირეულ ცვლილებებს გეგმავს.