გამოცდები არაქართულენოვანი სკოლების მასწავლებლებისთვის

სიახლე არაქართულენოვანი სკოლების პედაგოგებისთვის.

სომხური და აზერბაიჯანული სკოლების პრაქტიკოს მასწავლებლებს კარიერული წინსვლის შესაძლებლობა პირველად მიეცემათ. თუ საგნობრივ გამოცდას წარმატებით ჩააბარებენ, 700-მდე პედაგოგს პროფესიული სტატუსის ზრდის, უფროსი მასწავლებლის სტატუსის მიღების და შესაბამისად, ხელფასის მატების შანსი ექნება. მოსამზადებლად ახლა მათ დრო ზაფხულამდე აქვთ.

ტესტები უკვე მზად არის.