გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მორიგი შეხვედრა მიმდინარეობს - რა საკითხებს განიხილავენ სხდომაზე
გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მორიგი შეხვედრა მიმდინარეობს. განსახილველ მთავარ თემად რჩება გიგა ოთხოზორიას მკვლელის რაშიდ კანჯი-ოღლის გადმოცემის საკითხი; უკანონო, ე.წ. ბორდერიზაცია, რომელიც საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს უქმნის პრობლემებს მოსახლეობას და ყველა ის ფაქტი, რომელიც ბოლო შეხვედრიდან დღემდე მოხდა.
როგორც შეხვედრის დაწყებამდე სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ განაცხადა, გიორგი ლუკავა არავისში გაცვლილა და ეს 2016 წლის მარტში დაწყებული პროცესის გაგრძელება იყო.