გიგა ოთხოზორიას მკვლელობიდან 8 წელი გავიდა

გიგა ოთხოზორიას მკვლელობიდან 8 წელი გავიდა. დღეს დაღუპულის ხსოვნას პატივი მიაგეს ოჯახის წევრებმა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა და სახელმწიფო მინისტრის წარმომადგენელმა ზვიად ზვიადაძემ. 2016 წლის 19 მაისს, ხურჩაში, საოკუპაციო ხაზთან აფხაზმა ე.წ. მესაზღვრემ გიგა ოთხოზორია ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლით მოკლა. ბრალდებულს საქართველოში დაუსწრებლად 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. 2023 წლის დეკემბერში, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საქმეზე რუსეთის ფედერაციას სიცოცხლის უფლების დარღვევა დაუდგინა და ოჯახს არამატერიალური ზიანის სახით კომპენსაცია მიანიჭა.