შეხვედრა ერგნეთში

ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების ჯგუფის მორიგი შეხვედრა დასრულდა. მონაწილეები გამყოფ ხაზთან წინა შეხვედრიდან დღემდე დაფიქსირებულ ინციდენტებს განიხილავდნენ. დღეს ცნობილი გახდა საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქის უკანონო დაკავების თაობაზე. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ საოკუპაციო ხაზთან ადგილი ჰქონდა ინციდენტს. კონკრეტულად კი საოკუპაციო ძალის წარმომადგენლებმა ავტომატური იარაღიდან ისროლეს მაშინ, როდესაც ადგილზე იმყოფებოდნენ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები.