გაიგზავნება თუ არა სტრასბურგის სასამართლოში თემირლან მაჩალიკაშვილის საქმე - შეხვედრა დუისში და ოჯახის მოთხოვნები
თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე გამოძიების მიმდინარეობის შესახებ დამატებით ინფორმაციას ითხოვს მაჩალიკაშვილის ოჯახი. სწორედ ამ საკითხზე სოფელ დუისის საგანმანათლებლო ცენტრში გეგმავენ მსჯელობას.
შეხვედრას, რომელიც ამ წუთებში უნდა დაიწყოს, მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრები, პანკისელი უხუცესები და მესამე სექტორის წარმომადგენლები დაესწრებიან.
ოჯახი არ გამორიცხავს, სამართლებრივი ბრძოლა სტრასბურგის სასამართლოში განაგრძოს.