„პანკისობა 2023“  

ახმეტის მუნიციპალიტეტში „პანკისობა 2023“ აღინიშნება. ღონისძიებების ეპიცენტრი სოფელი დუისია, სადაც დილიდან სპორტული აქტივობები მიმდინარეობს. „პანკისობა“ ხეობის მოსახლეობას და სტუმრებს ახმეტის მუნიციპალიტეტის მერმა, ალექსი ფიცხელაურმა მიულოცა. ღონისძიების ფარგლებში სხვადასხვა ასაკობრივ და წონით კატეგორიებში გაიმართა შეჯიბრება ქართულ ჭიდაობასა და მკლავჭიდში. ტრადიციულად მოეწყო დოღიც.

სახალხო დღესასწაული „პანკისობა“ ყოველწლიურად აგვისტოში იმართება.