ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ დუისში პანკისელი ქისტი უხუცესის, ხასო ხანგოშვილისა და მისი ვაჟის ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. კულტურის სახლში მწერლის ქისტმა, ჩეჩენმა და ქართველმა მეგობრებმა, მწერლებმა, კავკასიური სახლის წარმომადგენლებმა და უხუცესის თანასოფლელებმა მოიყარეს თავი. ღონისძიებების ფარგლებში, მამა-შვილი ხანგოშვილების ხსოვნისადმი მიძღვნილი სახალხო დოღიც გაიმართა.