მკვლელობა პანკისში

მკვლელობა მოხდა პანკისის ხეობაში, სოფელ დუისში. მამაკაცმა ცეცხლსასროლი იარაღით თანასოფლელი მოკლა. ადგილობრივების ინფორმაციით, მომხდარს წინ სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება უძღოდა, თუმცა რა გახდა კონფლიქტის მიზეზი, ადგილობრივებმა არ იციან. მოკლული და სავარაუდო დამნაშავე ერთმანეთის მეზობლები და მეგობრები იყვნენ. მკვლელობის ოფიციალური მოტივი ამ ეტაპზე უცნობია. გამოძიება 108-ე განზრახ მკვლელობის მუხლით უკვე დაწყებულია. თუმცა სამართალდამცველებს ჯერჯერობით არავინ დაუკავებიათ.