მთავრობის გადაწყვეტილებას კომპანია „ფრონტერასთვის“ კონტრაქტის გაგრძელების შესახებ, დადებითად აფასებენ ეკონომიკის ექსპერტები. მათი განმარტებით, მთავრობა სწორად მოიქცა და სახელმწიფოს ეს ნაბიჯი პოლიტიკური და ბიზნეს-მიზანშეწონილობიდან გამომდინარეობდა. ექსპერტ ნიკოლოზ მჭედლიშვილის განცხადებით, გადაწყვეტილება დადებითად აისახება ქვეყანაში არსებულ საინვესტიციო კლიმატზე, რომელსაც „ფრონტერას“ განცხადებები გარკვეულწილად აზიანებდა. ექსპერტი გიორგი ცუცქირიძე კი ამბობს, რომ მნიშვნელოვანია, პოსტ-პანდემიური კრიზისის დროს ქვეყანა საერთაშორისო ასპარეზზე ყველა მიმართულებით პოზიციონირებდეს.