რეინფიცირება და „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინა

უკვე დაზუსტებულია, მარტის ბოლო კვირიდან საქართველო „ფაიზერისა“ და „ასტრაზენეკას“ ვაქცინებს მიიღებს. კონკრეტული თარიღი კი რამდენიმე დღეში გაირკვევა. რაც შეეხება „ნოვოვაქსის“ მილიონ დოზას, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ინფორმაციით, ინდოეთის ინსტიტუტთან ინტენსიური კომუნიკაციაა და კონტრაქტი უახლოეს პერიოდში გაფორმდება. ამირან გამყრელიძე, ქვეყანაში უკვე დადასტურებულ რეინფიცირების ფაქტზეც საუბრობს და ამბობს, რომ ამ დროისთვის სავარაუდო რეინფიცირების კიდევ რამდენიმე შემთხვევას იკვლევენ.

მოამბე