ეკონომიკის სამინისტროს გადაწყვეტილება 

ამერიკული კომპანია „ფრონტერა“ საქართველოში რჩება.

საერთაშორისო საარბიტრაჟო დავის მოგების მიუხედავად, მთავრობა კომპანიასთან კონტრაქტს არ წყვეტს და საშუალებას აძლევს, ნავთობის და გაზის მოსაპოვებლად დედოფლისწყაროში გამოყოფილი ტერიტორიის 1%-ზე საძიებო სამუშაოები აწარმოოს. გადაწყვეტილებას ეკონომიკის სამინისტრო იმ გარემოებით ხსნის, რომ კომერციული დავა ორი სტრატეგიული პარტნიორის ურთიერთობის დასაზიანებლად გამოყენებული არ უნდა იყოს. თუმცა, „ფრონტერას“ შეთავაზების მიმართ გარკვეული პრეტენზიები აქვს, ისევ შევიწროებაზე საუბრობს და დასაქმებულთა მიმართ ფინანსური ვალდებულების გასასტუმრებლად პირობას აყენებს.

ქართულ ბაზარზე 1997 წელს შემოსულ ამერიკულ კომპანიასთან ნავთობის და გაზის კორპორაციამ დავა საკონტრაქტო პირობების დარღვევის მოტივით დაიწყო.