პრემიერ-მინისტრის გამოსვლა პარლამენტში - შეფასებები 

პარლამენტში პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას გამოსვლას ეკონომიკის ექსპერტები აფასებენ. ვახტანგ ჭარაიამ და შოთა გულბანმა პანდემიის დროს ჩატარებული ღონისძიებები მაღალ დონედ შეაფასეს. მათი თქმით, ცალკეულ მიმართულებებში არის ხარვეზები თუმცა, ხაზს უსვამენ, რომ ეკონომიკის სამინისტროს მიერ საბიუჯეტო ფინანსების გადანაწილება მაქსიმალურად ეფექტიანად მოხდა.