ბექა ნაცვლიშვილის განცხადება

დამოუკიდებელი დეპუტატი ბექა ნაცვლიშვილი საქართველოს მთავრობას კომპანია „ფრონტერას“ 86 თანამშრომლისთვის მიცემული პირობის დარღვევაში ადანაშაულებს.

ბექა ნაცვლიშვილის ინფორმაციით, საქართველოს მთავრობას სარჩელი ჰქონდა მომზადებული, რომლის საფუძველზეც, კომპანიაში საქმის მწარმოებელი ნავთობისა და გაზის კომპანია იქნებოდა და არა „ფრონტერას“ მენეჯმენტი, ამ გზით კი, თანამშრომლებისთვის კუთვნილი ხელფასის ანაზღაურება მოხდებოდა. ნაცვლიშვილი ამბობს, რომ აღმასრულებელმა ხელისუფლებამ სასამართლოში ამ სარჩელის შეტანისგან თავი შეიკავა. დეპუტატი საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, უზრუნველყოს „ფრონტერაში“ ყველა დასაქმებული პირისთვის სამუშაო ადგილის შენარჩუნება და დაიწყოს მათი ხელფასების კომპენსირება.

დატოვე კომენტარი