პრემიერ-მინისტრის შეფასება  

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნავთობმომპოვებელი კომპანია „ფრონტერას“ საკითხზე ოთხი ამერიკელი კონგრესმენის წერილს ეხმაურება. გიორგი გახარიას განცხადებით, ყველას კარგად უნდა ესმოდეს, რომ ქვეყნებს შორის სტრატეგიული ურთიერთობა სისტემურ ფუნდამენტზე ყალიბდება და არა პოლიტიკურად ანგაჟირებული ლობისტების წერილზე.

მთავრობის მეთაურის თქმით, ვერანაირი, თუნდაც საერთაშორისო და სტრატეგიული პარტნიორებისგან დარეგისტრირებული კომპანიები, რომლებთანაც არბიტრაჟში საქართველომ უკვე მოიგო დავა, ვერ დააყენებენ რისკის ქვეშ სტრატეგიულ ურთიერთობებს.