კომპენსაცია „ფრონტერას“ უხელფასოდ დარჩენილი თანამშრომლებისთვის

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ერთჯერად დახმარებას მიიღებს კომპანია „ფრონტერადან“ გათავისუფლებული 84 თანამშრომელი. ნავთობისა და გაზის კორპორაცია თითოეულს ერთჯერადად 1200-ლარიან დახმარებას გაუწევს.

აღნიშნული პირები სახელფასო დავალიანების დაფარვის მიზნით, საპროტესტო აქციებს აწყობდნენ. ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, მათ 17 თვის სახელფასო დავალიანება ერიცხებათ.

დატოვე კომენტარი