მსჯავრდებული ანზორ შარმაიძე საქმის გადახედვას და დაზარალებულად ცნობას ითხოვს. ის ადვოკატთან ერთად პროკურატურაში დღეს კიდევ ერთხელ მივიდა და საქმის მასალები ჩააბარა. საუბარია 1993 წელს აშშ-ის საელჩოსა და აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს თანამშრომლის მკვლელობის საქმის იმ მასალებზე, რომელიც მათი განცხადებით ვუდროფის უცხოელმა ადვოკატმა მათ გადასცა. როგორც შარმაიძე ამბობს, ამ მასალებში მოწმეები საუბრობენ, რომ თავის დროზე მათ ჩვენებები შარმაიძის წინააღმდეგ ზეწოლის შედეგად მიაცემინეს. ფრედი ვუდროფის მკვლელობისთვის ის 1994 წელს გაასამართლეს და როგორც ამბობს, 15 წელი უდანაშაულომ მოიხადა სასჯელი.