ფონიჭალაში ავტოავარიის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ორი არასრულწლოვანი.
ავტომობილი ერთი ოჯახის შვიდ წევრს დაეჯახა, შედეგად გარდაცვლილია 25 წლის ახალგაზრდა ქალი, მასთან ერთად დაიღუპა მისი ოთხი წლის შვილი. გარდაიცვალა საავადმყოფოში გადაყვანილი შვიდი წლის ბიჭიც. არსებული ინფორმაციით, ოჯახი ქორწილიდან სახლში უნდა დაბრუნებულიყო, რა დროსაც, ავტომობილში ჩასხდომისას მათ მანქანა დაეჯახათ. სამი დაშავებული ამ დროისთვის სამედიცინო დაწესებულებაში შესაბამის მკურნალობას გადის. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მერვე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.