ნარკორეალიზატორების დაკავება

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, თბილისში, ფონიჭალის დასახლებაში, ასევე რუსთავში, ბათუმში, ქუთაისსა და ბოლნისის მუნიციპალიტეტში ნარკორეალიზატორები დააკავეს, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები ნარკოტიკულ საშუალებებს მოქალაქეებზე სისტემატურად ყიდდნენ. სამართალდამცველებმა, მათი პირადი და საცხოვრებელი ბინების ჩხრეკისას, ნივთმტკიცების სახით ამოიღეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები.

დატოვე კომენტარი