ფესტივალ „სინე დოკ ონ ტოურის“ ფარგლებში, გორში დოკუმენტური ფილმების მინი ფესტივალი იმართება.
ფესტივალს გორის გიორგი ერისთავის სახელობის თეატრი მასპინძლობს. ფესტივალი კინორეჟისორ ვახტანგ კუნცევ-გაბაშვილის ფილმით, „გამჭვირვალე სამყარო“, ჩვენებით გაიხსნა. კინომოყვარულებს ერთი კვირის განმავლობაში, სრულიად უფასოდ დოკუმენტური ფილმების ნახვის შესაძლებლობა ეძლევათ.