ქართული ფილმების რეტროსპექტივა

დოკუმენტური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი „დოკ ლისბოა“ საქართველოს მასშტაბურ რეტროსპექტივას უძღვნის. ქართული კინოს ისტორია მრავალფეროვანი პროგრამით იქნება წარმოდგენილი. ღონისძიების ფარგლებში 44 ფილმს აჩვენებენ. წელს ფესტივალის ინდუსტრიული სექცია საქართველოს მოწვეული ქვეყნის სტატუსით უმასპინძლებს. პირველ ნოემბერს კი, ქართული კინოს შესახებ დისკუსია მრგვალი მაგიდის ფორმატში გაიმართება.