დღეს ტელესკოლის დაბადების დღეა

ქართულ სატელევიზიო სივრცეში უპრეცედენტო და საერთაშორისო დონეზე აღიარებული პროექტი ერთი წლისაა.

2020 წლის 30 მარტს ტელესკოლის ისტორიის ათვლა დაიწყო. მაშინ, როცა ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის პანდემიის პირველი ტალღის გამო ყველაფერი ჩაიკეტა და სასწავლო პროცესიც შეჩერდა, საქართველოს პირველი არხის და განათლების სამინისტროს ერთობლივი პროექტით სატელევიზიო გაკვეთილები დაიწყო. მეორე არხზე ჩაირთო ახალი არხი „პირველი არხი განათლება“, რომელიც პირველიდან მეთორმეტე კლასის ჩათვლით მოსწავლეებს სწავლების დისტანციურ რეჟიმს სთავაზობს. ტელესკოლის ეთერში გასვლიდან მალევე ანალოგიური პროექტი „ბიბისიმაც“ დაიწყო.

ონლაინ-გაკვეთილები, შემეცნებითი, დოკუმენტური ფილმები, ჟესტური ენა, პროექტი „მრავალეროვანი საქართველო“ და კიდევ ბევრი სატელევიზო პროდუქტი ტელესკოლამ მოსწავლეებს უმოკლეს დროში შესთავაზა. არხი აუდიტორიისთვის მომავალშიც უამრავი საგანმანათლებლო გადაცემის შეთავაზებას გეგმავს. საქსტატის კვლევის მიხედვით გასული წლის მარტში ტელესკოლის გაკვეთილებს მოსწავლეების 57.3 % უყურებდა.

დატოვე კომენტარი