გადაღებები კახეთში

მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმების სერია კახეთზე.

საქართველოს ამ რეგიონზე, მის მცხოვრებლებსა და ადათწესებზე ფილმებს ქართველი და უცხოელი სტუდენტები იღებენ. პროექტი შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის და ლოძის ეროვნული კინოსკოლის საერთაშორისო პროექტის „ტაფუ ფილმინგ კახეთის“ ფარგლებში ხორციელდება. დოკუმენტური ფილმების გადაღებას ქართველი და პოლონელი სპეციალისტები უწევენ კონსულტაციას. კახეთზე გადაღებულ მოკლემეტრაჟიან ნამუშევრებს ადგილობრივ და საერთაშორისო კინოფესტივალებსა და ფორუმებზე აჩვენებენ. გადაღებები კახეთის სხვადასხვა ლოკაციაზე უკვე მიმდინარეობს.

დატოვე კომენტარი